Sunday, March 20, 2011

ძამის ხეობის ტოპონიმები


პროექტის    მთავარი  იდეა ––   ინფორმაციის  მოძიება–დამუშავება  და  პრეზენტაცია.  პროექტის  საზოგადოებისათვის  გაცნობით  შევძლებთ  არ  დაიკარგოს  თითოეული  ტოპონიმის  ეტიმოლოგიური   წარმომავლობა.
პროექტის  აქტუალობა–– პროექტის  დევიზია: რაც  წარსულმა გიანდერძა,  შენ  მომავალს  შეუნახე“.
ძამის  ხეობა– შიდა ქართლის  რეგიონია,  მას  უძველესი  დროიდან  მნიშვნელოვანი  ადგილი  ეკავა საქართველოს   პოლიტიკურ,  ეკონომიურ  და  კულტურულ  ცხოვრებაში.  აქ  ჩამოყალიბდა  არა  მარტო  ამ  ხეობისათვის  დამახასიათებელი  ზნე–ჩვეულებანი,  არამედ   ის   ტოპონიმები,   რომელთა  შესახებ  ლეგენდები  და  გადმოცემები  გვიამბობენ.
სწორედ  ამიტომ  ჩვენმა  ჯგუფმა  გადაწყვიტა,  მოგვეძია  და  შეგვედგინა  ერთგვარი  კრებული,   რომელშიც  თავს  მოვუყრიდით  ძამის  ხეობის  ტოპონიმებს,  მათ  წარმომავლობასთან  დაკავშირებულ  ყველა  ლეგენდას,  ამ გეოგრაფიული  ადგილების  სახელწოდებების  ეტიმოლოგიური  მნიშვნელობის  ახსნით  ჩვენს  მოკრძალებულ  წვლილს  შევიტანთ  ჩვენი  რაიონის  კულტურული  მემკვიდრეობის  შენარჩუნების  საქმეში.
პროექტის  მიზნები:    ძამის  ხეობაში  დამკვიდრებული   ტოპონიმების  შეგროვება,
ინფორმაციის  მოძიება  ადგილობრივი   მოსახლეობისაგან  ტოპონიმების  ეტიმოლოგიური  და   ისტორიული  წარმომავლობის  შესახებ,
ვებ–გვერდის  შექმნა,  სადაც  წარმოდგენილი  და   განმარტებული   იქნება   ძამის  ხეობის   ყველა  ტოპონიმი.
მონაწილეთა  ასაკი:––
15–16–17  წელი      მე–9,  მე–10 ,  მე–11 კლასები
ვადები /  ხანგრძლივობა
13.03.2011წ––30.05.2011წ.
მოსალოდნელი  შედეგები:    გუნდის  წევრები  შეისწავლიან  ძამის  ხეობის   ტოპონიმებს  და  მათ  ეტიმოლოგიურ წარმომავლობას
პროექტი  პროექტი  საინტერესო  აღმოჩნდება  მათი  თანატოლებისათვის,  ვისთვისაც  ძვირფასია  კულტურული  და  ეროვნული  მემკვიდრეობა
1.      მოეწყობა  მათი   ხელით  შექმნილი   ფოტო  და   აუდიო  მასალების  პრეზენტაცია  სკოლაში
2.      შევაჯერებთ  მოძიებულ    ინფორმაციას  და  მასალას  სამეცნიერო  და  მხატვრულ  ლიტერატურასთან
3.      მოძიებული  მასალის  საფუძველზე  შევადგენთ  კრებულს,  რომ  ხელი  შევუწყოთ  კულტურული  მემკვიდრეობის  მოფრთხილებასა  და  პოპულარიზაციას.

პროექტისათვის   საჭირო  ძირითადი  რესურსები:
ძამის  ხეობის   მოსახლეობა
სკოლის  ბიბლიოთეკა
ტოპონიმთა  ლექსიკონი
ფოტოაპარატი
ვიდეოკამერა

პროექტის  მსვლელობა:
პროექტის   განხორციელების  მიზნით  შევიკრიბეთ  ჯგუფის  წევრები  და  გავინაწილეთ  დავალებები.
პირველ  რიგში  შევაგროვეთ  ტოპონიმები .  გუნდის  წევრებმა  მოიარეს  ძამის  ხეობის  სოფლები;
ჩაიწერეს  მოსახლეობის   მიერ  ნაამბობი  ლეგენდები,  ისტორიები,გადმოცემები  ტოპონიმების  ეტიმოლოგიური  წარმომავლობის  შესახებ  გადაიღეს  ფოტოები,  ვიდეო  მასალა  და  ჩაიწერეს საინტერესო  დეტალები.
შემდეგ  მოძიებული  და  შეგროვილი  მასალა  დავახარისხეთ  და  თეორიულად  შეისწავლეს,  მოამზადეს  მოძიებული  მასალის  შესახებ  ვიდეო  და  ფოტო  მასალა.


საგნებთან  კავშირი:  პროექტზე  მუშაობისას  მოგვიწია  უამრავ   ისტორიულ ,  გეოგრაფიულ  და  ლიტერატურაზე  მუშაობა,  გაიღრმავეს  ცოდნა  გეოგრაფიაში,   შევადგინეთ  რუკები  და  სავარაუდო   მარშუტი,  გავიღრმავეთ  ცოდნა  ისტორიაში.

პროექტის  ხელმძღვანელი:  ლალი  ლომიძე
ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა:   lomidzelali2@gmail.com

პროექტის  ვებ–გვერდი/ ბლოგი: http://llomidze.blogger.com 

No comments:

Post a Comment